აშშ პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი ირწმუნება, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში რუს კოლეგასთან ნორმალური ურთიერთობის დამყარებას შეძლებს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. რესპუბლიკელთა ყველაზე რეიტინგულმა კანდიდატმა შემთხვევა ხელიდან არ გაიშვა და თეთრი სახლის მოქმედი ლიდერი და ყოფილი სახელმწიფო მდივანი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. ბარაქ ობამა მან არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა, ჰილარი კლინტონს კი აშშ ისტორიაში ყველაზე ცუდი სახელმწიფო მდივანი უწოდა.