პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ,, ეროვნული ბანკის შესახებ” კანონპროექტს ვეტო დაადო. ამის შესახებ, მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
,,მე გადავწყვიტე, რომ ამ კანონპროექტს და თამდევ კანონპროეტებს დავადო ვეტო’, _განაცხადა მარგველაშვილმა.
მმართველ გუნდში პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს გამოყენების საფუძველს ვერ ხედავენ და აცხადებენ, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები გათვალისწინებულია.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოყოფას არ ეთანხმება.