მასობრივი არეულობები იერუსალიმში. ადგილობრივ ლგბტ წარმომადგენელთა თავყრილობა ტრაგიკული ინციდენტით დასრულდა. გეი-აღლუმის მონაწილეებს თავს რელიგიური ფანატი დაესხა. მან დანით აქციის 6 მონაწილე დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ანალოგიური დანაშაულისთვის 10-წლიან სასჯელს იხდიდა. ციხიდან ის რამდენიმე კვირის წინ გამოვიდა.