მალაიზიური ბოინგის ჩამოგდების ფაქტზე საერთაშორისო ტრიბუნალითვის საქმის გადაცემას ამჯერად უკრაინა მოითხოვს. ოფიციალური კიევი აცხადებს, რომ რეზოლუციის პროექტს კენჭისყრაზე გაეროს უშიშროების საბჭოზე 2 თვის შემდეგ გაიტანს. მანამდე რეზოლუციის პროექტი უშიშროების საბჭოში მალაიზიამ წარადგინა. პროექტს მხარი საბჭოს წევრმა 11-მა ქვეყანამ დაუჭირა, თუმცა რუსეთმა საკითხს ვეტო დაადო. მალაიზიური სამგზავრო თვითმფრინავი სეპარატისტთა მიერ კონტროლირებად დონეცკის ოლქში გასული წლის ზაფხულში ჩამოაგდეს, რასაც 298 ადამიანი ემსხვერპლა.