რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი აუცილებლად მიიღებს შესაბამის ზომებს, საქართველოსა და უკრაინის მიერ ევროკავშირის სანქციების მხარდაჭერის გამო.
რუსული მედიის ცნობით, პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთმა შესაძლოა, უპასუხოს სანქციებს იმ ქვეყნების მხრიდან, რომლებიც ევროკავშირში არ შედიან, მაგრამ რუსეთის მიმართ მიღებულ სანქციებს შეუერთდნენ. "აუცილებლად მოყვება შესაბამისი ზომები", - განაცხადა პესკოვმა.
რუსული სააგენტოები წერენ, რომ ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული გრძელვადიანი სანქციების მიმართ, კიდევ ექვსი ქვეყანის შეერთებაზე 29 ივლისს გახდა ცნობილი. კერძოდ, ჩერნოგორია, ალბანეთი, ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და უკრაინა. მათივე ინფრომაციით, უფრო ადრე კი იტყობინებოდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ სანქციებს საქართველოც შეუერთდა.
საქართველომ ყირიმისა და სევასტოპოლს უკანონო ანექსიის გამო ევროკავშირის მიერ შემოღებული სანქციების გაგრძელებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის დეკლარაციაში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროპული საბჭოს 19 ივნისის გადაწყვეტილებას ყირიმისა და სევასტოპოლის რუსეთს მიერ ანექსიის გამო გასულ წელს შემოღებული სანქციების ერთი წლით გახანგრძლივების შესახებ მხარი ევროკავშირის არაწევრმა ექვსმა ქვეყანამ დაუჭირა - მათ შორის მონტენეგრომ, ალბანეთმა, ისლანდიამ, ლიხტენშტეინმა, ნორვეგიამ, უკრაინამ და საქართველომ.