შეუსრულებელი მისია 6-ზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ამის შესახებ მსახიობმა ტომ კრუზმა The Daily Show-ში სტუმრობისას განაცხადა. მისივე თქმით, ფილმის გადაღება მომავალი ზაფხულიდან დაიწყება. სხვა დეტალებზე საუბრისგან მსახიობმა თავი შეიკავა. ბრაიან დე პალმას კონოდრამის პირველი სერია ეკრანებზე 1996 წელს გამოვიდა. მეხუთე ეპიზოდის მსოფლიო პრემიერა კი დღეს გაიმართება.