თურქი დეპუტატი ქალები ვიცე-პრემიერისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ. მათი აღშფოთების მიზეზი ბიულენტ არინჩის მიერ პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული მიმართვა გახდა. „თქვენ ქალები ხართ და ვალდებულნი ხართ ჩუმად იყოთ,“-ამ სიტყვების გამო ის სექსიზმში დაადანაშაულეს და მისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოითხოვეს.