ერაყში ჰაერის ტემპერატურამ 50 გრადუსს მიაღწია. გაუსაძლისი სიცხის გამო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ოთხდღიანი სასკოლო არდადეგები გამოცხადდა. სიტუაციას ისიც ამწვავებს, რომ ისლამისტებსა და სახელისუფლო ძალებს შორის შეტაკებების გამო ჩრდილოეთ რაიონებში ელექტროენერგია სისტემატიურად ითიშება. ამის გამო კონდინცირების სისტემების ამუშავება შეუძლებელი ხდება.