მთავრობის დღევანდელ სხდომაზე "მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის ამოქმედების შესახებ" დადგენილებას განიხილავენ. დადგენოლება 2016 წლის 31 დეკემბრამდე, მცხეთაში ნებისმიერი სახის მშენებლობასა და პრივატიზაციაზე მორატორიუმის გამოცხადებას გულისხმობს.
,,ეს მოთხოვნა იუნესკო-მ და მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრმა წამოაყენეს, რათა მიწათმოქმედების და ქალაქგანვითარების გენერალური გეგმები დამთავრდეს, იუნეკო-სთან შეთანხმდეს და თუ ამ ნაბიჯებს გადავდგამთ, მომავალ წელს პრაქტიკულად გარანტირებული გვაქვს მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში დაბრუნება",- განაცხადა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და დასძინა, რომ მორატორიუმი, ქალაქის გარდა, მის შემოგარენს, ლანდშაფტური დაცვის ზონებსაც შეეხება.