აფროამერიკელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციელი ცინცინატის სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ტრაგიკული ინციდენტი ადგილობრივ უნივერსიტეტში 19 ივლისს მოხდა. 25 წლის პოლიციელმა რეი ტენსინგმა ახლო მანძილიდან გასროლით 43 წლის მძღოლი სამუელ დიუბოსი სასიკვდილოდ დაჭრა. როგორც ძიებით დადგინდა, არანაირი საფუძველი ცეცხლის გახსნისა პოლიციელს არ ჰქონია. აფროამერიკელის მკვლელობას ცინცინატში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.