სააგენტო როიტერი თურქეთის ავიაციის მიერ დაბომბილი ქურთულისოფლების ამსახველ კადრებს ავრცელებს. თურქულმა ავიაგამანადგურებლებმა ამადიას პროვინციაზე მასირებული იერიშები მიიტანეს. მოსალოდნელი საფრთხის გამო ქურთული სოფლებიდან მოსახლეობა ტყეებში გაიხიზნა. მომხდარის გამო ბაღდადი ანკარას ერაყის სუვერენიტეტის დარღვევაში ადანაშაულებს.