ახალგაზრდული ოლიმპიადა „თბილისი 2015“ ის ფარგლებში საქართველოსა და ლატვიის საკალათბურთო ნაკრებები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. შეხვედრა 66-49 ლატვიის ნაკრების სასარგებლოდ დასრულდა. მატჩი სპორტის სასახლეში გაიმართა. მას მთავრობისა და მერიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.