ძიუდოისტმა რობიზონ ბეგლარიშვილმა, რომელმაც ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ოქროს მედალი მოიპოვა, თვალის ტრავმა მიიღო. მას თვალი ასპარეზობის დროს დაუზინდა, მოგვიანებით კი ტკვილი უფრო გაუძლიერდა, რის გამოც ის საავადმოყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია. ის უკვე სახლში იმყოფება.