საქართველოს პრეზიდენტმა სამ ქვეყანაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები დანიშნა. გიორგი მარგველაშვილის განკარგულებით, 1 აგვისტოდან მექსიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ზურაბ ერისთავი დაინიშნა, 15 სექტემბრიდან კუბის რესპუბლიკაში ელჩის თანამდებობას გია ნიკოლაიშვილი დაიკავებს, ხოლო 2016 წლის 1 იანვრიდან პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რევაზ ბეშიძე იქნება. გიორგი მარგველაშვილმა ახლადდანიშნულ ელჩებთან შეხვედრები გამართა და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.