მორიგი ტერორისტული აქტი იემენში. ტერორისტთა სამიზნე ამჯერად ქვეყნის დედაქალაქი გახდა. სანას ცენტრალურ რაიონში დანაღმული ავტომანქანა მეჩეთთან აფეთქდა, რასაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ათამდე კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლება ხუსიტ ამბოხებულებს აკისრებს.