საქართველოში კატარის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მუბარაქ ბინ ნასერ მუბარაქ ალ ხალიფამ რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ბატონ დავით ჯალაღანიას.
საგარეო უწყების ცნობით, ოფიციალური ცერემონიის შემდეგ გაიმართა შეხვედრა, რომელზეც მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-კატარის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტუალურ საკითხებზე და განიხილეს ორ ქვეყანას შორის შემდგომი პარტნიორობის პერსპექტივები.
მინისტრის მოადგილემ კატარის სახელმწიფოს ელჩს წარმატებები უსურვა მის მომავლ საქმიანობაში.