თბილისში მიმდინარე ოლიმპიდაზე ბრინჯაოს მედალი 48-კილოგრამ წონით კატეგორიის ძიუდოისტმა გოგონამ - ნატალია ყიფშიძემ მოიპოვა.
საპრიზო ადგილის ბრძოლაში ქართველმა დიდი ბრიტანელი კიერა ბეიტმანი (kiera bateman) დაამარცხა.
დაძაბულ ბრძოლაში პრიოზორმა მეტოქეს შიდოთი მოუგო.
ბრინჯაოს მედლამდე ქართველმა ძიუდოისტმა სამი შეხვედრა გამართა. თურქ ტუგჩე ბედერთან (tugce beder) მარცხის შემდეგ , ყიფშიძემ რუსი დარია ხარლაპანოვა (daria kharlapanova) და ჩეხი დენისა ბერანოვა (denisa beranova) დაამარცხა.
ნატალია ყიფშიძემ საქართველოს მეორე ბრინჯაოს მედალი მოუპოვა. საერთო ჩათვალაში კი ძიუდოისტების ანგარიშზე 1 ოქრო და 2 ბრინჯაოა.