ძიუდოში 60 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში ქართველმა სპორტსმენმა იტალიელი მანუელ ლომბარდო (manuel Lombardo) ვაზარით დაამარცხა.
პირველივე წუთებიდან ქართველი სპორსტემნის უპირატესობა ნათელი იყო. შეხვედრის მეორე წუთზე ჩემპიონი ვაზარი გააკეთა და უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა.
„არ ველოდი გულშემატკივართა ასეთ ჩართულობას და დიდი მადლობა მათ. კარგია რომ პირველად ტარდება საქართველოში ასეთი მასშტაბის ღონისძიება. ძლიერი მეტოქე მყავდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც მოვახერხე გამარჯვება,“ - განაცხადა რობინზონ ბეგლარიშვილმა.
ფინალურ შეხვედრამდე ორივე სპორტსმენმა 3-3 მეტოქე დაამaრცხა. ჩემპიონმა სომეხ ტიგრან ბადალიანს (tigran badalyan) აზერბაიჯანელ ისმაილ იბრაჰიმოვს (ismayil ibrahimov) და ჰოლანდიელ ლარს კამპფუისს (lars kamphuis) მოუგო , ხოლო ვერცხლის პრიზიორმა ავსტრიელ მარკუს ჰიზბერგერს ( markus hirzberger) ფრანგ მენჟამენ გომესს (benjamin gomes) და ებრაელ ამიტ ბობოვიჩს (amit bobovich) სძლია.
რობინზონ ბეგლარიშვილმა საქართველოს დელეგაციას პირველი ოქროს მედალი მოუპოვა.