რუსეთის ხელისუფლებისგან დევნილი ბიზნესმენი მიხაილ ხოდორკოვსკი ირწმუნება, რომ ბორის ნემცოვის მკვლელების ვინაობა იცის. ვრცელი ინტერვიუ მან ტელეკომპანია „დოჟდს“ მისცა. „მე ვიცი, ვინც ჩაიდინა მკვლელობა და ამაში თითქმის 80 პროცენტით ვარ დარწმუნებული. ნემცოვის მკვლელობა კადიროვის გარემოცვიდან კონკრეტულმა ადამიანებმა დაგეგმეს,“-აღნიშნა ხოდორკოვსკიმ, თუმცა სავარაუდო მკვლელების ვინაობა არ დაუსახელებია.