ჩეჩნეთის პრეზიდენტის დედა ქველმოქმედებით დაკავდა. აიმანი ნასიევამ გროზნოში საცხოვრებელი კორპუსი შეიძინა, საიდანაც ცოტა ხნის წინ ათობით ოჯახი გაასახლეს. ახმატ კადიროვის ფონდის ხელმძღვანელმა მათთვის ბინები ფონდის სახსრებით გამოისყიდა. გასახლებული 44 ოჯახი ძველ საცხოვრებელს დაუბრუნდება. დედის გმირობის შესახებ ჩეჩნეთის ლიდერმა სოციალურ ქსელებში ინფორმაცია უკვე გაავრცელა.