ვაშინგტონი ედვარდ სნოუდენს არ შეიწყალებს. პეტიციის დაკმაყოფილებაზე, რომელსაც ხელს 168 ათასი ადამიანი აწერს, თეთრმა სახლმა უარი განაცხადა. ამერიკის დაზვერვის სამსახურის ყოფილი აგენტი 2013 წლიდან თავს რუსეთს აფარებს. მას ბრალი საიდუმლო ინფორმაციის გასაჯაროებაში ედება.