მიუნჰენის ბავარიამ ჩილელი ნახევარმცველი არტურო ვიდალი შეიძინა. იუვენტუსის ჰავბეკმა გერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2019 წლამდე გააფორმა. ტრანსფერში ბავარია იუვენტუსს 36 მილიონ ევროს გადაუხდის. გასული სეზონი ვიდალისთვის ტურინელთა შემადგენლობაში წარმატებული გამოდგა. მან მონაწილეობა 45 მატჩში მიიღო და 8 გოლი გაიტანა.