ფრანგი კანონმდებლების კვალდაკვალ, ყირიმში ჩასვლას იტალიელი დეპუტატებიც გეგმავენ. ანექსირებულ ნახევარკუნძულზე ვიზიტის ერთ-ერთი ინიციატორი მოძრაობა „5 ვარსკვლავის“ ლიდერი მანლიო დი სტეფანოა. დელეგაციის შემადგენლობაში სავარაუდოდ 7-8 დეპუტატი იქნება. ვიზიტორთა ჯგუფს საგარეო საქმეთა კომიტეტის მდივანი ალესანდრო დი ბატისტა უხელმძღვანელებს. მანამდე ყირიმს ფრანგი რესპუბლიკელების დელეგაცია სტუმრობდა, რასაც კიევის პროტესტი მოჰყვა.