ცნობილი ამერიკელი რეჟისორი მაიკლ მური საკუთარი ფილმის პრემიერას ტორონტოში საერთაშორისო ფესტივალზე გამართავს. „ვის დავესხათ კიდევ თავს,“-ასე ჰქვია სკანდალური დოკუმენტალისტის ახალ ნამუშევარს, რომელიც შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაა გაკრიტიკებული. „გაუთავებელი ომი, რომელსაც შეერთებული შტატები აწარმოებს- ეს ის თემაა, რომელიც ამ ფილმის მთავარი თემა გახდა. ვერ ვიტყვი, რომ ფილმი რომელიმე კონკრეტულ ომზეა. 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ ვაშინგტონი თვლის, რომ მტერი მუდმივად უნდა ჰყავდეს. სწორედ ეს არის პრობლემა,“-აცხადებს რეჟისორი.