ოლიმპიადაზე ძიუდოში 60კგ წონით კატეგირიაში, რობინზონ ბეგლარიშვილი მეოთხედფინალში გავიდა. მერვედფინალურ ეტაპზე ქართველემა ძიუდოისტმა სომეხი ტიგრან ბადალიანი (Tigran Badalyan) იპონით დაამარცხა.
შეხვედრის დებიუტშივე ბეგლარიშვილმა უპირატესობა მოიპოვა და მალევე ვაზარი გააკეთა. დაპირისპირების ბოლოსკენ ეფექტური გდებით იპონი შეასრულა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
მეოთხედფინალში, ქართველი ძიუდოისტის მეტოქე აზერბაიჯანელი ისმაილ იბრაჰიმოვი (smayil Ibrahimov) იქნება.