მანჩესტერ იუნაიტეტის მცველი მარკოს როხო 140 ათასი გირვანქა სტერლინგით დააჯარიმეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ფეხბურთელმა შეერთებულ შტატებში კლუბის შეკრებაზე მისვლა დააგვიანა. არგენტინელმა თანაგუნდელებთან ვარჯიშის ნაცვლად რამდენიმე კვირა მეგობრებთან ერთად დაისვენა და მხიარული არდადეგების ამსახველი ფოტოები ინსტაგრამზე დადო. ამის გამო მის წინააღმდეგ ფინანსური სანქციები გატარდება.