მექსიკის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელს პოსტი დაატოვებინეს. ამის მიზეზი გასულ კვირას მომხდარი ინციდენტი გახდა. მიგელ ხერერა ერთ-ერთ რეპორტიორს ფიზიკურად გაუსწორდა, რის გამოც ჟურნალისტმა მას სასამართლოში უჩივლა. ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობამ კი გამოცდილი მწვრთნელი გუნდიდან დაითხოვა.