ხანმოკლე პაუზის შემდეგ რუსული ეროვნული ვალურტის კურსი ისევ დაეცა. ცენტრალური ბანკის მონაცემებით, დოლარის კურსი დღეისათვის 60 რუბლსა და 22 კაპიკს შეადგენს, ევროს კურსი კი 66 რუბლითა და 70 კაპიკით განისაზღვრა. რუბლის კურსის კატასტროფული ვარდნის მიუხედავად, რუსეთის ეკონომიკის მინისტრი ობტიმისტურ განცხადებებს აკეთებს. ალექსეი ულიუკაევი ირწმუნება, რომ წლის ბოლომდე რუსული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 55 რუბლამდე იმერყევებს.