ზიმბაბვეში ყველაზე ცნობილი ლომი მოკლეს. მტაცებელი სხვა ლომებისგან იმით გამოირჩეოდა, რომ შავი ფაფარი ჰქონდა. ცხოველის მოკვლის გამო 2 პირი სასამართლოს წინაშე ბრაკონიერობის ბრალდებით წარსდგება. ამავე მუხლით შეიძლება გაასამართლონ ამერიკელი მონადირე უოლტერ პალმერი, რომელიც ირწმუნება, რომ ლეგალურად ნადირობდა. გიდებს მან ნადირობისთვის 50 ათასი დოლარი გადაუხადა.