ქურთებთან მოლაპარაკების წარმოება შეუძლებელია. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოგანმა განაცხადა. ვითარება თურქეთის ჩრდილოეთში მას შემდეგ გამწვავდა, რაც ქურთების თავდასხმას 2 თურქი სამხედრო ემსხვერპლა. პასუხად თურქულმა ავიაციამ ქურთების საწრთვნელი ბაზა დაბომბა. ევროკავშირმა და ნატომ ანკარას ქურთებთან კონფლიქტის განახლებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს.