კიევმა ჟერარ დეპარდიე “პერსონა ნონ გრატად” გამოაცხადა. ფრანგ მსახიობს უკრაინის უშიშროების სამსახურმა ქვეყანაში შესვლა 5 წლით აუკრძალა. ამის მიზეზი დეპარდიეს მიერ გაკეთებული ანტიუკრაინული განცხადებები გახდა. საფრანგეთიდან მაღალი გადასახადების გამო გაქცეულმა მსახიობმა 2013 წელს რუსეთის მოქალაქეობა კრემლის ლიდერისგან მიიღო. მას შემდეგ ის პუტინის მიმართ სიმპატიას ვერ მალავს და აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთის ნაწილია.