საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 7 ათასამდე ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რაოდენობა კი 17 ათასს აჭარბებს. საგანგაშო სტატისტიკას გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია აქვეყნებს. გაეროს უმაღლესი კომისრის, სესილ პუის განცხადებით, მონაცემები არასრულია და მსხვერპლი შესაძლოა გაცილებით დიდი იყოს. შეიარაღებული კონფლიქტი აღმოსავლეთ უკრაინაში გასული წლის აპრილში დაიწყო და პირობითი ზავის მიუხედავად, დღესაც გრძელდება.