თავდასხმა ბარსელონაში. სასტუმრო სილკენში მოულოდნელად ნიღბიანი მამაკაცი შეიჭრა და ფოიეში მყოფ ტურისტებს ცეცხლი გაუხსნა. ინციდენტის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. მათი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლეს. დანაშაულის მოტივად ძარცვა სახელდება.