თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალზე, კალათბურთში A ჯგუფის მესამე თამაში, ბოსნია ჰერცოგოვინის 7 ქულიანი უპირატესობით ანგარიშით 81:74 დასრულდა.
მასპინძლებიდან გამორჩეული იყო გიორგი ბითაძე, რომელმაც 14 მოხსნით და 21 ქულით ორმაგი დუბლი შეასრულა, აღსანიშნავია ბერდია ქავთარაძის თამაში, მას 11 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა. ბოსნია ჰერცოგოვინას ნაკრების აშკარა ლიდერი ჯანან მუსა იყო, მან 30 ქულის ჩაგდება მოახერხა, 11ბურთი მოხსნა და ორმაგი დუბლი შეასრულა.
ბოსნიელებს უკვე ორი მოგება აქვთ და შესაბამისად, ნახევარფინალში ადგილი გაინაღდეს. შემდეგ მატჩს პანოზას ნაკრები 29 ივლისს თურქეთთან გამართავს. საქართველოს ჯგუფში 1 წაგება და 1 მოგება დაუგროვდა ამიტომ 29 ივლისს, ლატვიის ნაკრებთან მატჩში გადაწყდება, თუ რომელ ეტაპზე გააგრძელებენ ასპარეზობას, ჩერქეზიშვილის კალათბურთელები.