პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის 28 ივლისის ბრძანების თანახმად, ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორად თამილა ბარკალაია დაინიშნა.
„ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის N 146 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაინიშნოს თამილა ბარკალაია სსიპ - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორად 2015 წლის 27 ივლისიდან”, _აღნიშნულია პრემიერის ბრძანებაში.