მორიგი ტერორისტული აქტი ერაყში. ტერორისტთა სამიზნე ამჯერად ქალაქი ბაკუბა გახდა, რომელიც ბაღდადიდან 50 კილომეტრში მდებარეობს. ასაფეთქებელი მოწყობილობა საფეხბურთო სტადიონთან ამოქმედდა. ტერაქტს 16 ადამიანი ემსხვერპლა, 35-მდე კი დაშავდა. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია, რის გამოც მსხვერპლი სავარაუდოდ გაიზრდება.