მსოფლიოს მეორე ჩოგანი ქველმოქმედებით დაკავდა. მალაველი ოჯახების დასახმარებლად როჯერ ფედერერმა საქველმოქმედო ფონდში 13,5 მილიონი დოლარი გადარიცხა. სოლიდური თანხით რატაკთა დასახლებებში 81 საბავშვო ბაღი აშენდება, სადაც ღარიბი ოჯახების შვილებს საკვებით, წყლითა და მზრუნველობით უზრუნველყოფენ.