მუსიკალური ფესტივალი „ბიფუზი“, რომელსაც „კაზანტიპის“ ერთგვარ მემკვიდრედ მიიჩნევენ, ყირიმში აღარ ჩატარდება. ამის შესახებ რუსეთის მიერ ანექსირებული ნახევარკუნძულის ხელმძღვანელმა სერგეი აკსენოვმა განაცხადა. ფესტივალი 31 ივლისს უნდა დაწყებულიყო, თუმცა ყირიმის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, გაუქმდა. ამის მიზეზად უსაფრთხოებისა და სანიტარული ნორმების არარსებობა სახელდება.