ვაჟთა შორის 110 მეტრი თარჯრბენის ყველა ფინალისტი ცნობილია. ესპანელი ლუის ასენხო „თბილისი 2015-ის“ 110 მეტრი თარჯრბენის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებულია.
ესპანელმა მძლეოსანმა დისტანცია 14.07 წამში დაფარა. მეორე ადგილი ჰოლანდიელმა ლუკ პეტერსმა დაიკავა, რომელიც რბენის გამარჯვებულს 0.22 წამით ჩამორჩა.
ფინალში ასპარეზობის უფლება ფრანგმა იულიან ანდრიანავალონამაც მიიღო, რომელმაც ფინიშის ხაზი 14.40 წამში გადაკვეთა.
მეორე გარბენის საუკეთესო სამეულთან ერთად ფინალში მონაწილეობას პირველი რბენის ყველა მონაწილე მიიღებს. ვაჟთა შორის 110 მეტრი თარჯრბენის ფინალი 31 აგვისტოს, 16 საათსა და 40 წ