შვედეთის ტერიტორიულ წლებში ჩაძირული რუსული წყალქვეშა ხომალდი აღმოაჩინეს. შვეციის თავდაცვის სამინისტროს ექსპერტებმა გემის იდენტიფიცირება უკვე დაასრულეს. ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება. ხომალდი სავარაუდოდ თანამედროვე ტიპისაა. მნიშვნელოვანი დაზიანებები მას არ აღენიშნება. უცნობი წყალქვეშა ობიექტი შვედეთის წყლებში გასული წლის ოქტომბერში შენიშნეს, რის შემდეგაც სტოკჰოლმის არქიპელაგთან მასშტაბური საზღვაო ოპერაცია ჩატარდა. როგორც შვედურმა მხარე ვარაუდობდა, ხომალდი რუსული იყო, რასაც ოფიციალური მოსკოვი კატეგორიულად უარყოფდა. 9 თვიანი ძებნის შემდეგ გემი აღმოჩინეს.