თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ალიბეგაშვილი, ევროპისXIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი 2015“-ის დაჯილდოებისცერემონიალს დაესწრო.
წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ, ევროპის XIII ახალგაზრდული ოლიმპიურიფესტივალის „თბილისი 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარესთან - ალექსიახვლედიანთან და უცხოელ სტუმრებთან ერთად, ცურვის სხვადასხვა სახეობაშიგამარჯვებული სპორტსმენები დააჯილდოვა.
400 მეტრზე კომპლექსურ და 200 მეტრზე ცურვის სახეობა „დელფინში“ გოგონები, ხოლო 200 მეტრზე თავისუფალ ცურვაში ბიჭები დაჯილდოვდნენ.
გიორგი ალიბეგაშვილმა სპორტსმენებს გამარჯვება მიულოცა და პროფესიულ ასპარეზზედასახული მიზნების განხორციელება უსურვა.
„უპირველეს ყოვლისა, სრულიად საქართველოს ვულოცავ ევროპის XIII ახალგაზრდულიოლიმპიური ფესტივალის თბილისში ჩატარებას, რადგან შესაძლებლობა მოგვეცა საქართველო მსოფლიოს წინაშე წარმოგვეჩინა ღირშესანიშნავი ისტორიით, განუმეორებელი კულტურით, ეთნოგრაფიული და ფოლკლორული მრავალფეროვნებით, რომლის დასტურია მითის - „არგონავტების“ თანამედროვეობაში გაცოცხლება და ის შთამბეჭდავი სანახაობა, რომლითაც წარსდგა ქვეყანა ახალგაზრდული ოლიმპიადის ოფიციალურ გახსნაზე. ვიმედოვნებ, რომ მსგავსი მასშტაბის ღონისძიებები თბილისში მომავალშიც ჩატარდება. ახალგაზრდული ოლიმპიადის სლოგანია „ნაბიჯი მომავლისკენ“. ცურვაში გამარჯვებულ სპორტსმენთათვის დღევანდელი წარმატება სწორედ მომავლისკენ წინგადადგმული ნაბიჯია“, - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015“ 26 ივლისიდან 1აგვისტომდე გაიმართება. ფესტივალის პროგრამაში სპორტის 9 სახეობაა ჩართული: ძიუდო,ჩოგბურთი, ცურვა, ფრენბურთი, ველოსპორტი, ტანვარჯიში, ხელბურთი, კალათბურთი დამძლეოსნობა.
შეჯიბრში 50 ქვეყნის 4000 სპორტსმენი იღებს მონაწილეობას.