ძლიერი ხანძარი შეერთებულ შტატებში. კალიფორნიაში ტყის მასივი იწვის. რთული ვითარებაა შექმნილი მონტანას ნაციონალურ პარკში, სადაც ხანძარმა ათობით ჰექტარი მიწის ფართობი გაანადგურა. ცეცხლი ოუკჰატსტის დასახლებული რაიონებისკენ მიიწევს, რის გამოც სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. ხანძრის კერების ლოკალიზებას მეხანძრეები ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობენ.