შეერთებულმა შტატებმა კუბა და მალაიზია იმ ქვეყნების სიიდან ამოიღო, რომლებიც ადამიანებით ვაჭრობაში იყვნენ ბრალდებულნი. ვაშინგტონმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც შეერთებულ შტატებსა და კუბას შორის დიპლომატიური ურთიერთობა განახლდა. ვაშინგტონსა და ჰავანას შორის დიპლომატიური კავშირი ნახევარი საუკუნის განმავლობაში იყო შეწყვეტილი.