პირველი-მეორე საუკუნეების ნაქალაქევი სოფელ ძალისში, ნიკო ბურის სასახლე და მუხრანის კარის ეკლესია ინვესტორებისა და მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით აღდგება. ახალ საინვესტიციო პროექტებს და მუხრანის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პოტენციალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეცნო. მისი შეფასებით, ისტორიული ძეგლების რეკონსტრუქცია-რესტავრაცის მუხრანს ტურისტებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველ ადგილად გადააქცევს.