ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისი 2015- გრძელდება. დღეს სპორტსმენები ცურვაში, ველორბოლაში, ტანვარჯიშსა და სპორტის სხვა სახეობებში იასპარეზებენ. პირველი დღე ჩვენი სპორტსმენებისთვის მედლების გარეშე დასრულდა. წარმატებას მხოლოდ კალათბურთელთა ნაკრებმა მიაღწია. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის შეგირდებმა თურქეთის ნაკრები 39 ქულით დაამარცხეს.