მისტრალების ბედი უახლოვეს რამდენიმე კვირაში გადაწყდება. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა. მისივე თქმით, პარიზი საბოლოოდ გადაწყვეტს, ჩაშალოს თუ არა რუსეთთან დადებული კონტრაქტი. თვის დასაწყისში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ჟან ივ ლე დრიანი აცხადებდა, რომ სამხედრო გემებს რუსეთი საფრანგეთისგან ვერ მიიღებდა. მილიარდ 200 მილიონიანი კონტრაქტი რუსეთსა და საფრანგეთს შორის 2011 წელს დაიდო. რუსეთს მისტრალის ტიპის სამხედრო გემები ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში უნდა მიეღო, თუმცა უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო პარიზმა პირობის შესრულებაზე უარი თქვა.