პუტინი ვაშინგტონს ძალთა ბალანსის დარღვევაში ადანაშაულებს. ვრცელი ინტერვიუ კრემლის ლიდერმა შვეიცარიულ ტელეკომპანიას მისცა. “ბალანსი მას შემდეგ დაირღვა, რაც შეერთებული შტატები რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ხელშეკრულებას გამოეთიშა. სწორედ ეს ხელშეკრულება იყო მსოფლიო უსაფრთხოების ქვაკუთხედი. როდესაც ვაშინგტონმა საკუთარი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის შექმნა დაიწყო, ჩვენ ვთქვით, რომ ადეკვატურ ზომებს მივმართავდით, რადგანაც ძალთა სტრატეგიული ბალანსის შენარჩუნება მსოფლიო უსაფრთხოებისთვის აუცილებელია,”-აღნიშნა პუტინმა.