ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, გოგონათა კალათბურთის B ჯგუფის მატჩში, თურქეთის ეროვნულმა გუნდმა საქართველოს ნაკრები დიდი ანგარიშით - 61:28 დაამარცხა.
შეხვედრა თურქეთის ნაკრების უპირატესობით დაიწყო და ასევე გაგრძელდა. აშკარა აუტსაიდერმა ქართველებმა, თამაშის შემობრუნება ვერ შეძლეს და საბოლოოდ მატჩი 61:28 თურქეთის ეროვნული გუნდის გამარჯვებით დასრულდა
თურქეთის გუნდიდან თოფჩუ გამოირჩეოდა, რომელმაც 14 ქულა დააგროვა.
თბილისი 2015-ზე, თათლდედეს გუნდისთვის ეს 1-ლი მოგებაა, მისი კალათბურთელები შემდეგ მატჩს ხვალ, 28 ივლისს, ბელგიელების წინააღმდეგ გამართავენ
დღევანდელი მარცხი ქართველებისთვის პირველი გამოდგა, ისინი ხვალ ჩეხეთის ნაკრებს შეხვდებიან.