შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმმა დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე დააკავეს ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში მცხოვრები შედელი ქობალია.
დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან სამართალდამცველებმა სხვადასხვა დასახელების 20 000 ცალამდე კოლოფი სიგარეტი ამოიღეს. აღნიშნული სიგარეტი საქართველოს კანონმდებლობით ექვემდებარებოდა ქართული აქციზური მარკების სავალდებულო დართვას. ასეულობით უაქციზო „ვაისროის", „იავას", „მონდიალის", „კოსმოსის" და სხვა სიგარეტების რეალიზაციით სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი დიდი ოდენობით განისაზღრვება.
წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდქსის მე-200 მუხლით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე.