ბრიტანელმა ველომბრბოლელმა კრის ფრუმმა საფრანგეთის პირველობა მოიგო. ის პირველი ბრიტანელი სპორტსმენი გახდა, რომელმაც ტურ დე ფრანსის მოგება მეორედ შეძლო. მეორე ადგილზე კოლუმბიელი ნაირო კინტანა იყო, რომელიც ფრუმს 72 წამით ჩამორჩა. ტრასაზე ფრუმს ფათერაკებიც გადახდა. მისი ველოსიპედის ჯაჭვში ჯერ ქარალდის პაკეტი გაიჭედა, რის გამოც სპორტსმენს რამდენიმე წამით შეჩერება მოუხდა, შემდეგ კი ფრუმმა წყლით სავსე ბოთლს გადაუარა და კინაღამ დაეცა. ფათერაკების მიუხედავად, ფრუმი ფინიშის ხაზთან პირველი იყო.